დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

დამსაქმებელი და დასაქმებული: წარმატებული კომბინაციის საიდუმლო - ინტერვიუ "ბიზნესის მართვის აკადემიის" დამფუძნებელთან

ტრენერები და აკადემია

0n

"ბიზნესის მართვის აკადემიის" დამფუძნებელი და ამავე დროს ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი - მარიამ კვიციანი ერთ-ერთ ინტერნეტ მედიასთან საუბრსისას განიხილავს ტრენინგებსა და კურსებს, რომელის მიზანი სამუშაო კადრების გადამზადებაა. 

აკადემიის დამფუძნებლის თქმით, ტრენინგები და საწავლო კურსები ისე უნდა იყოს გაწერილი, რომ სრულიად ერგებოდეს ორგანიზაციის საჭიროებებს და ითვალისწინებდეს დასაქმებულების ინტერესებს. მარიამი გამოყოფს რამდენიმე ძირითად ფაქტორს:

ტრენინგის მიზნის გაწერა  - ტრენინგის მიზნის გაწერა - კორპორატიული ტრენინგის მიზნის განსაზღვრა და მენეჯმენტის სრული ჩართულობა აუცილებელია მონაწილეთა მოტივაციისთვის. მენეჯმენტის აქტიური მხარდაჭერა ხელს უწყობს ტრენინგის შედეგების შეფასებას, პრაქტიკაში ინტეგრირებას და ორგანიზაციის გრძელვადიან განვითარებას.

ხოლო აქიდან გამომდნარე - მიზნების მიღწევის შემდეგ იგებ შეიცვალა თუ არა თანამშრომლების ცოდნა, უნარები და დამოკიდებულება სასურველი მიმართულებით?

შემდეგ მოდის პრაქტიკული ღირებულება – რამდენად არის ტრენინგი ორიენტირებული პრაქტიკულ სამუშაოზე და რეალურ ამოცანებზე?

რაც შეეხება მონაწილეთა ჩართულობა – როგორია ტრენინგის ფორმატი? ინტერაქტიული და დინამიური ტრენინგი უფრო ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ ლექციების მოსმენა.

შემდეგი განათლების მეთოდებია – იყენებს თუ არა ტრენინგი თანამედროვე მიდგომებს, როგორიცაა ქეისების ანალიზი, ჯგუფური დავალებები, სიმულაციები და სხვა?

და ბოლოს სწავლების შედეგების გაზომვა – ტრენინგის შემდეგ, როგორ ფასდება მონაწილეების პროგრესი? ხდება თუ არა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება? " - ამბობს ტრენერი მარიამ კვიციანი 

მარიამ კვიციანი ასევე აღნიშნავს კადრების გადამზადების ტრენინგებისა და კურსების დადებით მხარეებს.

პროფესიული განვითარება – ახალ უნარებს დაცოდნას იძენს, რაც კარიერულ ზრდაში ეხმარება. მოქნილობა და ადაპტაციის უნარი – იცნობს თანამედროვე ტენდენციებს და უფრო ადვილად ეგუება ცვლილებებს. თვითრწმენის გაძლიერება – ახალი ცოდნა და გამოცდილება თანამშრომელს მეტ თავდაჯერებულობას მატებს.
უკეთესი სამუშაო პირობები – პროფესიონალი თანამშრომლები ხშირად იღებენ უკეთეს პოზიციებს და შემოსავლებს. ქსელის გაფართოება – ტრენინგზე სხვადასხვა პროფესიონალებთან ურთიერთობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის. - აღნიშნა მარიამმა. 

 

ასევე მარიამმა ისაუბრა აღნიშნულის დამსაქმებლისთვის დადებითი მხარეებიზე.

უფრო კვალიფიციური და ეფეტური პერსონალი – კომპანიას ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს უკეთ უმკლავდებიან. პროდუქტიულობის ზრდა – თანამშრომლები უფროეფექტურად მუშაობენ, რაც კომპანიის კონკურენტუნარიანობას ზრდის, ვინაიდან მათ შეცვალეს ქცევა იმ ნაწილში, სადაც სჭირდებოდათ სწავლება/მხარდაჭერა.
ინოვაციური მიდგომები – ტრენინგის შედეგად, თანამშრომლები უფრო შემოქმედებითები და ინოვაციურები ხდებიან და აქტიურად იყენებენ ტრენინგების შედეგად მიღებულ ცოდნას.
თანამშრომელთა მოტივაცია – განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები უფრო მოტივირებულები და ლოიალურები არიან. კომპანიის იმიჯის გაუმჯობესება – მუდმივ სწავლებაზე ორიენტირებული კომპანია უფრო მიმზიდველია როგორც ახალი კადრებისთვის, ასევე პარტნიორებისთვის - თქვა "ბიზნესის მართვის აკადემიის" დამფუძნებელმა 

მისივე თქმით, ტრენინგების სწორად და მიზნობრივად შერჩევა და ჩატარება უზრუნველყოფს თანამშრომლების პროდუქტიულობას, ხოლო მოტივირებული,
მაღალი პასუხისმგებლობის და კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები თავისთავად დადებით ზეგავლენას ახდნენ კომპანიების შემოსავლების ზრდაზე. 

სამსახურში კადრების გადამზადების პროცესში გამოწვევები როგორც შინაარსობრივ, ისე ორგანიზაციულ დონეზე ვლინდება. ამ გამოწვევების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია, კომპანიებმა შექმნან სტრატეგიული მიდგომა, რომელიც მოიცავს მუდმივ სწავლებას, ინტერაქტიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, თანამშრომლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას და რაც ყველაზე მთავარია, ორგანიზაციების მენეჯერები სიღრმისეულად უნდა ჩაერთონ აღნიშნულ პროცესებში" - ამბობს მარიამი

სწორედ ამ გამოწვევების ფონზე დაინერგა "ბიზნესის მართვის აკადემიაში"  ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი, რომელიც ტარდება დამოუკიდებელ/ცალკეუ ჯგუფთან ერთად და ასევე კორპორატიული დაკვეთით. 

აღნიშნული ტრენინგის ტრენერი თავად მარიამია და ტრენინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისათვის დააკლიკეთ ტრენინგის სახელწოდებას "ტრენერთა მოსამზადებელი ტრენინგი"



wishlistსურვილების სიაში დამატება