დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

"მართა ბებოს დამბალ ხაჭოს" და "ბიზნესის მართვის აკადემიის" წარმატებული თანამშრომლობა

"მართა ბებოს დამბალ ხაჭოს" და "ბიზნესის მართვის აკადემიის" წარმატებული თანამშრომლობა

 "ბიზნესის მართვის აკადემიის" ინდივიდუალური ბიზნეს მენტორინგის ერთ-ერთი წარმატებული კურს დამთავრებული  - ეკა დოჯურიშვილი, რომელიც „მართა ბებოს დამბალ ხაჭოს“ დამფუძნებელია. ეკა თიანეთში გაიზარდა, როგორც თვითონ ამბობს, მისი ბებია მართა აკეთებდა უგემრიელეს დამბალ ხაჭოს და ბებიის გარდაცვალების შემდეგ კი დამბალ ხაჭოს მომზადების ტრადიცია ბებიიდან დედაზე გადავიდა.
„ჩვენი საოჯახო საწარმო თიანეთში მდებარეობს, სადაც ყველა პროდუქტს ვამზადებთ ბებიისგან გადმოცემული ტრადიციული და დახვეწილი ტექნოლოგიით. წარმოების პროცესი მთლიანად ხელით შრომაზეა დაფუძნებული.
ბებიების თაობის წასვლასთან ერთად დამბალ ხაჭოს ტექნოლოგია იკარგებოდა და საფრთხე არსებობდა ამ ერთ-ერთი ტრადიციული კულტურის დავიწყებისა. სწორედ ამ ფაქტმა და დამბალ ხაჭოს სიყვარულმა მიბიძგა და გადამაწყვეტინა, დავბრუნებოდი ძველ ტრადიციას და დამბალ ხაჭო გურმანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამეხადა. ჩვენი იდეა ბიზნესის კუთხითაც გამართლებული აღმოჩნდა, რადგან ჩვენი ნიშა ვიპოვეთ“ - თქვა ეკამ.
 ეკა დორჯურიშვილს მოტივაციაა რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნოს დამბალ ხაჭო და მისი საუკუნოვანი ისტორია. ეკა ასევე ამბობს, რომ ბრენდისთვის მართა ბებოს სახელის დარქმევით წინაპართა ხსოვნის და პატივისცემის ქართული ტრადიცია გააგრძელა, რითაც მისივე თქმით, ძალიან ამაყობს.
„მოხარულნი ვართ, რომ მოვახერხეთ და პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე ხელმისაწვდომი გავხადეთ და შევძელით დამბალ ხაჭო კარგი კუთხით წარმოგვეჩინა, როგორც ფშავის სავიზიტო ბარათი და კიდევ მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო კუთხური კულინარია და ტრადიციები. მისი დამზადების ტექნოლოგიას, რომელიც 200 წელზე მეტს ითვლის, კულტურის სამინისტომ 2014 წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ამის მიუხედავად უნიკალური ტრადიცია ბებიების თაობის წასვლასთან ერთად იკარგებოდა. სწორედ ამ მივიწყებული ტექნოლოგიის გაცოცხლება და დამბალ ხაჭოს ფართო მასებისთვის გაცნობა გახდა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია“ - თქვა ეკამ დორჯურიშვილმა.
„მართა ბებოს დამბალ ხაჭოს“ დამფუძნებელმა „ბიზნესის მართვის აკადემიის" მიერ ორგანიზებული „ინდივიდუალური ბიზნეს მენტორიგნის პროგრამა“ 2022 წლის ზაფხულში დაიწყო და ინდივიდუალური ნაწილი დაასრულა, ხოლო პროგრამის მეორე ნაწილის 2024 წელს გაივლის. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა დაეხმარა თავისი თავის რწმენაში და თავდაჯერებულობაში, ასევე მენეჯმენტისა და აღრიცხვა-ანარიშების კუთხით.
„პროგრამა 2022 წლის ზაფხულში დავიწყეთ, როდესაც განვითარების თვალსაზრისით გვქონდა მეტად რთული ეტაპი. 2022 წლის გაზაფხულზე ხანგრძლივი მცდელობის შემდგომ პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL Georgia“ ბენეფიციარები გავხდით, რაც ითვალისწინებდა ჩვენი მხრიდან საწარმოს აშენებას, ხოლო პროექტის მხრიდან საჭირო დანადგარების და აღჭურვილობის შეძენას. საწარმოს ასაშენებლად ვისარგებლეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგრო სესხით.
ყველა გაგებით ძალიან ცხელი და დატვირთული ზაფხული გვქონდა, რადგან მშენებლობა ივლისში დავიწყეთ. ამას პროცესს თან ახლდა ძალიან ბევრი უძილო ღამე, ნერვიულობა, ფიზიკური და ემოციური გადაღლა. სწორედ ამ რთულ პერიოდში მენტორინგის პროგრამა ჩვენს გვერდში იყო და გვეხმარებოდა “ - თქვა ეკამ დორჯურიშვილმა.
ეკამ ბიზნეს მენტორინგის ყველაზე დადებით მხარედ გამოარჩია პროგრამის საკუთარ ბიზნესზე მორგება.

„ბიზნეს მენტორინგის პროგრამა სხვა ტრენინგებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ის იყო მხოლოდ ჩემზე მორგებული ინდივიდუალური ტრენინგი, არ იყო საჯარო და ზოგადი ხასიათის. არ იყო ლექციის რეჟიმში და იყო ცოცხალი, ინტერაქტიული. თემა ყოველთვის წარიმართებოდა ჩემი საჭიროებიდან გამომდინარე და დატვირთული იყო პრაქტიკის ელემენტებით“ - თქვა „მართა ბებოს დამბალ ხაჭოს“ დამფუძნებელმა.
ეკამ აღნიშნული პროგრამა შეაფასა და ამბობს - „ეს არის ძალიან კარგი და ჰუმანური პროექტი, რომელიც ეხმარება მცირე მეწარმეებს სწორად განვითარებაში. პირადი ქოუჩი, მრჩეველი ფინანსურ და მმართველობით საკითხებში, ყველა დიდ ბიზნესს ჰყავს, თუმცა ასეთი მენტორინგის ფუფუნება მცირე მეწარმეებს ნამდვილად არ გვაქვს. სწორედ ამ ფუფუნებას გვაზიარა ამ პროექტმა და თავი დიდ ბიზნესლედად წარმოგვადგენინა“ - თქვა ეკა დორჯურიშვილმა.
👉„მართა ბებოს დამფუძნებელი“ პროგრამის მენტორებს მარიამ კვიციანსა (ბიზნეს მენტორი) და ხათუნა ზურაბიშვილს (პიროვნული ზრდის მენტორი)გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას უხდის.
„უზომოდ მოხარული და მადლიერი ვარ რომ ამ პროექტის საშუალებით გავიცანი ჩემი მენტორები - არაჩვეულებრივი ადამიანები: მარიამ კვიციანი და ხათუნა ზურაბიშილი. თითოეული მათგანი პროფესიონალიზმთან ერთად არის ძალიან ღირსეული პიროვნება, ყურადღებიანი, ძალიან პოზიტიური, მიზანდასახული და ძლიერი ნებისყოფის ადამიანი. თითოეულმა უზარმაზარი შრომა გასწია და დაუფასებელია მათი ამაგი ჩემსადმი. მათ მიმართ უზომო პატივისცემა, სიყვარული და მადლიერება ყოველთვის იცოცხლებს ჩემში, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს“ - თქვა ეკამ.
“მართა ბებოს დამბალ ხაჭოს” დამფუძნებელი ბოლოს ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა - „სიყვარულით კეთება ყველა საქმეს სჭირდება“
- სიყვარულით და ტრადიციებით შექმნილი "მართა ბებოს დამბალ ხაჭო“ თქვენთვის!"