"ბიზნესის მართვის აკადემიამ" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა "Hotels & Preference Hualing Tbilisi"-სთან,
რომელსაც ხელი აკადემიის დამფუძნებელმა მარიამ კვიციანმა და სასტუმროს HR-დირექტორმა ნინო ბერძენიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს. ორმხრივი თანამშრომლობა კი ხელს შეუწყობს პროფესიულ და კარიერულ განვითარებას, დაიგეგმება ერთობლივი პროგრამები, პროექტები და კვლევები.
რაც გულისხმობს, რომ "ბიზნესის მართვის აკადემიის" მიერ ორგანიზებულ, კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ტრენინგ პროგრამების (სასტუმროს ადმინისტრირება; ზოგადი მენეჯმენტი და ადმინისტრირება) კურსდამთავრებულებებს ეძლევათ შესაძლებლობა 5 ვარსკვლავიან საერთაშორისო სასტუმროში გაიარონ პრაქტიკა/ სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით და აიმაღლონ კვალიციკაცია, რაც წარმატებული კარიერის საწინდარია.
აღნიშნულ შეხვედრაზე "ბიზნესის მართვის აკადემიის" დამფუძნებელმა მარიამ კვიციანმა განაცხადა, რომ კომპანია მოხარულია საერთაშორისო სასტუმროსთან თანამშრომლობით.
მისივე თქმით, ურთიერთშეთანხმების მიზანია მხარეებმა ხელი შეუწყონ კურსის მონაწილეებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცებასა და შესაბამისი უნარების განვითარებას.