"ბიზნესის მართვის აკადემიის" ინდივიდუალური ბიზნეს მენტორინგის ერთ-ერთი წარმატებული კურს დამთავრებული - "სომა ქიდსის" დამფუძნებელი სოფიო ტუაევი და სამკერვალოს წარმატებული თანამშრომლობა "ბიზნესი მართვის აკადემიასთან".
ქალაქ გორში არსებული სამკერვალო „სომა ქიდსი“, რომელიც არის პირველი ქართული ჩვილი ბავშვის სამოსის მწარმოებელი კომპანია. სამკერვალო ასევე იღებს შეკვეთებს და ამ მხრივ თანამშრომლობს რამდენიმე ქართულ ბრენდთან.
„სომა ქიდსის“ დამფუძნებელი სოფიო ტუაევი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ „სომა ქიდსმა“ დიდი და დაბრკოლებებით სავსე გზა გაიარა. სოფიო აღნიშნავს, რომ მთავარი დაბრკოლება იყო ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქტის არ არსებობა.
„2022 წლის გაზაფხულს დავიწყეთ ნედლეულის მოძიება მეზობელ ქვეყანაში კერძოდ თურქეთში , ჩავედით ადგილზე ვნახეთ და გავეცანით წარმოების პროცესს თუ როგორ ეტაპებს გადიოდა აღნიშნული პროდუქტი, რის განმეორებასაც საქართველოში მოვახდენდით ნედლეულის შემოტანის შემთხვევაში. დადგა ის ბედნიერი დღე როდესაც ჩვენ დავიწყეთ მცირედით წარმოება, მაგრამ დავიწყეთ. ასე დაიბადა პირველი ქართული ჩვილი ბავშვის მწარმოებელი კომპანია "სომა ქიდსი", რომელის სამომავლო გეგმებში შედის გაფართოება და ექსპორტზე გასვლა.“
სოფიომ "ბიზნესის მართვის აკადემიის" მიერ ორგანიზებული მენტორინგის პროგრამა 7 თვის წინ გაიარა. თუმცა „სომა ქიდსის“ დამფუძნებელი „ბიზნესის მართვის აკადემიასთან“ ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს და დღემდე გადის ცენტრის მიერ ორგანიზებულ მისთვის სასურველ პროგრამას. ის ასევე მადლობას უხდის ინდივიდუალური მენტორინგის პროგრამის ტრენერებს: მარიამ კვიციანსა (ბიზნეს ტრენერი) და ხათუნა ზურაბიშვილის (პიროვნული ზრდის ტრენერი).
„ბიზნესის მართვის ცენტრმა სწორი ნაბიჯების გადადგმის გამბედაობა მომცა, როგორც მეწარმეს, რომელიც ახალ ნაბიჯებს დგამდა ტექსტილის მასიურ წარმოებაში. აღნიშნული პროგრამა სწორადაა შერჩეული მცირე მეწარმეებისთვის, რათა თავიანთ წამოწყებაში სწორი რაკურსი აიღონ და ბიზნესი სწორი მიმართულებით წარმართონ.
ასევე, მინდა მადლიერება, უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ჩემი ინდივიდუალური ტრენერების - ხათუნა ზურაბიშვილის და მარიამ კვიციანის მიმართ. მათმა სწორად გადმოცემულმა ცოდნამ მე, როგორც მეწარმეს და როგორც ასევე პიროვნებას, ბევრი სწორი ნაბიჯი გადამადგმევინა და ბევრი გამოცდილება შემძინა. ბედნიერი და ძალიან ამაყი ვარ რომ ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა“.
სოფიო მათ, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს ურჩევს, რომ დასახული მიზნისკენ იარონ და არ გაჩერდნენ.
„ბრძოლა ყოველთვის ღირს და მას მოაქვს შედეგი“ - ეს „სომა ქიდსის“ დამფუძნებლის სლოგანია. მისივე თქმით, ბროძლას ყოველთვის დასახულ მიზნებამდე მივყავართ.