ბიზნესის მართვის აკადემია - Business Management Academy
მისია - ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობის მიღება!
მიზანი - მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპების მხარდაჭერა!
ბიზნესის მართვის აკადემია სხვადასხვა პროფესიის, ასაკის და ინტერესების ადამიანების (მაგ: სტარტაპერები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, მასწავლებლები, ლექტორები, ტრენერები, სკოლის დირექტორები, HR-ები, ბუღალტრები, ბანკირები, მოსწავლეები და სხვა) სთვაზობს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტრენინგებს, კონსულტაციებს, სესიებს და მენტორინგს ასევე ჩვენთან მოდიან ისინი ვისაც სურთ განვითრება, წინსვლა, წარმატება, პროფესიული ზრდა და ახალი უნარ-ჩვევების შეძენა.
,,ბიზნესის მართვის აკადემიაში“ მოსული პირები მუშაობენ: ბიზნესის დაწყებაზე, ზრდაზე, განვითარებაზე, ახალი უნარ-ჩვევების შეძენაზე და თანამშრომლების გადამზადებაზე. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია ბიზნეს უნარების განვითარებასთან ერთად ადამიანებს ეხმარება პიროვნულ განვითარებაში, ვინაიდან ბიზნეს უნარების განვითარება და პიროვნული ზრდა ერთად - დროის უმოკლეს ვადაში გვაძლევს დაგეგმილ შედეგებზე გასვლის შესაძლებლობას (რაც პრაქტიკაში საკმაოდ ეფექტურია).
ჩვენს ორგანიზაციაში მოსული პირები ერთი ფანჯრის პრინციპით იღებენ მხარდაჭერას ბიზნეს იდეის დამუშავებიდან დაწყებული (მომგებიანი იდეის ფილტრაცია) პროდუქტის რეალიზებამდე, მაგალითად: ბიზნეს იდეის გაფილტვრა, სწორი გადაწყვეტილების მიღება, ბიზნესის რეგისტრაცია, ზუსტი სარეალიზაციო ადგილ(ები)ის განსაზღვრა, სარეალიზაციო პროდუქციის (პროდუქტების) დაკონკრეტება, თვითღირებულების დაანგარიშება, შესაბამისი მარკეტინგული ინსტრუმენტების და არხების მოძიება, პიროვნული ზრდა, ბუღალტრული მომსახურება, HR მომსახურება და სხვა.
„ბიზნესის მართვის აკადემია“ აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის მაღალკვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ ლექციების, ტრენინგების, კონსულტაციების, მენტორინგის და სესიების ჩატარების 10 წელზე მეტი გამოცდილება.
გელოდებით დიდი სიყვარულით და პატივისცემით.
ვინაიდან კაცობრიობის მთელი ისტორია დაკავშრებულია ბიზნესთან. იგი მეტად საინტერესო საგანია, ის ყველგანაა ჩვენს გარშემო და ყოველდღიურად ახდენს ჩვენზე ზეგავლენას. ადამიანის ნებისმიერის სახეობის საქმიანობა, დაწყებული პლაზმური რექციის კვლევიდან, დამთვრებული რენესანსის ეპოქის ფერწერული ტილოებით, დაკავშირებულია ბიზნესთან.საბოლოო ჯამში, ჩვენი საქმიანობით ჩვენ, ყველა ერთად ხელს ვუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას! ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს!
,,ბიზნესის მართვის აკადემია“ - ერთად ვაკეთოთ საქმე სიყვარულით!